"თამაში შეგვაწყვეტინეს, ფოტოები გადაიღეს, გვეჩქარებაო და წავიდნენ" - თალაკვაძის პიარი ვერ შედგა

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთელები სიცრუეში ადანაშაულებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 
რომელიც ოზურგეთში საკუთარი ძმის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს, Facebook-გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, როგორ თამაშობს ის კალათბურთს ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდებთან, მათ შორის შშმ პირთან ერთად. 

თალაკვაძემ დაწერა: "ოზურგეთში ბავშვებმა კალათბურთის სათამაშოდ დაგვპატიჟეს".

ამას გამოეხმაურა ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრები მხოლოდ ფოტოების გადასაღებად მივიდნენ, რის შემდეგაც სტადიონი მალევე დატოვეს. მოზარდი აქვე ამატებს, რომ ის გირჩის მხარდამჭერია.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი