რეგულაციების დარღვევის შემდეგ, ღარიბაშვილი ამბობს, რომ "მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება ყველამ უნდა გამოვიჩინოთ"

გამოქვეყნდა:

ხალხმრავალ სუფრაში მონაწილეობისა და დარღვეული რეგულაციების შემდეგ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება "ყველამ უნდა გამოვიჩინოთ".

ღარიბაშვილმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

​"ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრ-არგუმენტი არ არსებობს, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისა. რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრიდან ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რამდენიმე მაგალითს",-თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 7 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი