
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ველისციხეში გვიან ღამით მოხდა.
დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა, თუმცა რა გახდა თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი, უცნობია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავად დაჭრილი მომხდარ დეტალებს არ ამხელს. არსებული ინფორმაციით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პილიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ია გულიაშვილი.