სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღებისთვის სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი