საზოგადოების დაცივა, ნეპოტიზმის მანქანის ზრდა - ოპოზიცია ღარიბაშვილის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრემიერის ინიციატივა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მერებს ხელფასები გაუორმაგოს, წინასაარჩევნო მოსყიდვა და პარტიულ აქტივზე ზრუნვაა. ოპოზიციონერების თქმით, პრემიერის მტკიცება, რომ მერებს 2 000 ლარამდე აქვთ ხელფასები სიცრუეა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ თბილისის პირველ ვიცე-მერის ხელფასი 6 300 ლარია, თბილისში გამგებლის 5 000 ლარი, ხოლო გამგებლის მოადგილეს 3 600 ლარი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა  და მერებზე საუბარი, თითქოს, სოციალურად შეჭირვებულები არიან, არის საზოგადოების დაცინვა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნებამ" ნეპოტიზმის მანქანა აამუშავა.  ღარიბაშვილი კი ბიუროკრატიაზე არაფერს ამბობს.

გარდა პრემიერისა, ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც - თურნავას თქმით,  ხელფასების ზრდა დროული და საჭიროა, რათა "მაღალი რანგის პროფესიონალები" შეინარჩუნონ.

ცნობისთვის, პრემიერის თქმით, წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად  რის გამოც ის საჯარო მოხელეებს ხელფასის ზრდას ჰპირდება. პრემიერის თქმით, 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასს ეტაპობრივად გაუზრდიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი