საკრებულოში პირველი ინიციატივა იქნება, მერების ხელფასების შემცირება - ჩხარტიშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აპროტესტებს და პირიქით, მერებისთვის ხელფასის შემცირებას ითხოვს. ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სატელეფონო და სატრანსპორტო ლოტები, დაზოგილი თანხებით კი ჩხარტიშვილი დასუფთავების სამსახურის და სხვა მომსახურე პერსონალის თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება,

"საკრებულოში ჩემი პირველი ინიციატივა იქნება, პირიქით, შემცირება ¼-ით მერებისა და მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის. გაუქმება ყველა იმ არასაჭირო ლოტების, რომლებიც მათ აქვთ, საუბარია, მანქანებზე, საუბარია საწვავზე, სატელეფონო ხარჯებზე. ამ გამოთავისუფლებული თანხებით, ჩვენ ვპირდებით, რომ მერებს კი არ გავუზრდით ხელფასს, არამედ მათი შემცირების ხარჯზე, გაეზრდებათ ხელფასი, 50%-ით, დასუფთავების სამსახურის, ავტობუსებისა და მეტროს მძღოლებსა და სხვა მომსახურე ტექნიკურ პერსონალს",- თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას გეგმავს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე, გუშინ, 9 აგვისტოს, ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასს ეტაპობრივად გაუზრდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი