ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი - საუბარია პრემიერის გუშინდელ გამოსვლაზე, სადაც ის საჯარო მოხელეებს ხელფასების მომატებას დაპირდა და მერების დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა.
"საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურებას კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
ჩვენ ქვემოთ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოები განვიხილეთ. მოყვანილი მაგალითების მიხედვით გაირკვა, რომ მერის ანაზღაურება 1800-2000 ლარს, როგორც პრემიერი აცხადებს, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეადგენს.
ზოგ მუნიციპალიტეტში მერის ანაზღაურება 2000 ლარს მხოლოდ მცირედით აღემატება, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც მერების თანამდებობრივი სარგო 2000 ლარზე მნიშვნელოვნად მეტია (მაგ: რუსთავი - 3618, ბათუმი - 3528, მარნეული - 3690, ბოლნისი - 3120, თელავი - 3100, ოზურგეთი - 3000 და ა.შ.)" - ნათქვამია ფაქტ-მეტრის განცხადებაში.
ღარიბაშვილი, რომ ცრუობს, ამაზე "მთავარის" რეპორტაჟშიც იყო საუბარი - რამდენი აქვთ ხელფასი სინამდვილეში მერებს - ღარიბაშვილმა იცრუა