"მთავარის" ინფორმაციით, შსს-ში გადაადგილებები დაიწყო - თანამდებობებზე ძმებ სამარღანიშვილებს აბრუნებენ

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 2 თვით ადრე შსს-ში გადაადგილებები დაიწყო. პროცესს პირადად ვახტანგ გომელაურის  მოადგილე შალვა ბედოიძე ხელმძღვანელობს.

მისი ბოლო გადაწყვეტილება ტყუპი ძმების, სამარღანიშვილების დაწინაურებაა. წყაროს ინფორმაციით, ნიკოლოზ სამარღანიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა,  გიორგი სამარღანიშვილი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა და ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. 

წყაროს ინფორმაციით, ნიკოლოზ სამარღანიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორად განიხილება და არ არის გამორიცხული მალე მამუკა ჭელიძის ადგილას ვიხილოთ, ჭელიძე კი შს მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გახდება. 

ტყუპები შსს-დან არაერთხელ გაათავისუფლეს როგორც  წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დროს. ბოლო  გაშვება გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს იყო. ამის შემდეგ ნიკოლოზ სამარღანიშვილი სუს-ში, გიორგი კი სამარღანიშვილი კი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში მუშაობდა.

შსს-ში ძმები ვახტანგ გომელაურის გამინისტრების შემდეგ ისევ დააბრუნეს. 

ნიკოლოზ სამარღანიშვილი 4 აპრილს ჯერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილედ დანიშნეს, რამდენიმე დღეში კი თბილისი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და მისი საკურატორო მიმართულება ნარკოტიკებთან ბრძოლაა

ნიკოლოზ სამარღანიშვილის​ ბრძანებით დააკავეს 25 აქტივისტი და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნიკა ფარულავას. 
გარდა შიდა გადაადგილებებისა, ბედოიძე სხვა საქმეებისთვისაც იცლის. წყაროს ინფორმაციით, სწორედ შს მინისტრის მოადგილის დამსახურებაა მოძალადე გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ციხიდან დროზე ადრე გათავისუფლებაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი