შინდისში გმირებს პატივს მიაგებენ - მემორიალი ისევ დაუსრულებელია

გამოქვეყნდა:

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკების ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი და შინდისის გმირების ხსოვნის დღეა. ადგილზე ამ წუთებში მოქალაქეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, ჯარისკაცები და პოლიტიკოსები მიდიან.

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა დადო პირობა, რომ შინდისის გმირების მონუმენტი წელს დასრულდებულდა. თუმცა ეს პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია.

"გმირი იყო და გმირულად წავიდა ამ ქვეყნიდან, 13 წელი, ჩემთვის დაუვიწყარია, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არ ყოფილა ასე, რამდენი ხანიც გადის, იმდენჯერ მენატრება. [...] 

ღარიბაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულდა, გამოძიება მიმდინარეობს და ვნახოთ როდის რა იქნება", - თქვა დაღუპული ჯარისკაცის დედამ.

ცნობისთვის, დღეს 11 აგვისტო 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკების ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი და შინდისის გმირების ხსოვნის დღეა. 13 წლის წინ, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი