საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა პანდემიამდე გადავწყვიტეთ - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა პანდემიამდეც განიხილებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო "გეგმები რადიკალურად შეიცვალა".

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის ინიციატივას კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, კერძო სექტორში დასაქმებულების ხელფასებს გაუთანაბრდეს.

კალაძემ მის მოადგილეებს დაავალა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ხელფასების ზრდაზე მუშაობა უკვე დაიწყონ.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ გეგმების განხორციელების პროგრამა, რომელიც გაცხადებული გვქონდა, იმიტომ რომ მთავარი პრიორიტეტები გახდა სხვა მიმართულებები. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, იანვრიდან შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება.

ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორის განაკვეთებს. ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანია და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც საერთოდ ხელფასების გადახედვა არ მომხდარა",-თქვა კალაძემ.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას გეგმავს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე, 9 აგვისტოს ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასს ეტაპობრივად გაუზრდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი