საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ახალციხეში 60-მდე მასწავლებელი აიცრა - UNICEF

გამოქვეყნდა:

გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] ინფორმაციით, ახალციხის სკოლებში ვაქცინააციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ 60-მდე მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აიცრა.

"გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.  ამჯერად ახალციხის სკოლების  60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის,  ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ 10 აგვისტოს რეკორდულად ბევრი, 23 935 პირი აიცრა

შეგხასენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი