"რა დაკარგა, რაღაც 3 ადამიანზეა ლაპარაკი" - მუზეუმის დირექტორის მოადგილე საკადრო წმენდაზე

გამოქვეყნდა:

რა დაკარგა, რაღაც 3 ადამიანზე ლაპარაკი - ასე ეხმაურება ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნელი კობიაშვილი მუზეუმიდან, კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას

ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში მორიგი საკადრო ცვლილება მოხდა - გათავისუფლებულია სოფო გაგოშიძე, რომელიც ამ დროისთვის ამერიკაში, ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში გადამზადების კურსებს გადის. მას უხელფასო შვებულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა წულუკიანის მიერ დანიშნულმა ახალმა ადმინისტრაციამ ის სახლში გაუშვა. 

"მთავარ არხის" ზარებს მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა არ უპასუხა, მისმა მოადგილემ კი გვითხრა, რომ საქმის კურსში არაა. მიუხედავად ამისა, კობიაშვილის აზრით, მუზეუმი პროფესიონალებს სულაც არ კარგავს.

"რა მოხდა, რატომ მოხდა, ვერაფერს ვერ გეტყვით, მოადგილე ვარ, ოღონდ კულტურული პოლიტიკის დარგში, კადრების გათავისუფლება, თუ არ გათავისუფლება მე არ მეხება. ალბათ მეხება, მაგრამ არ ვარ საქმის კურსში. არ მგონია [სადამსჯელო ღონისძიება იყოს], მაგრამ რატომ მოხდა, მე არ ვიცი. საქმე ნელ-ნელა, პროფესიულად, გააზრებულად კეთდება, ამას დაინახავთ სულ ცოტა ხანში - ამბობს კობიაშვილი "მთავართან" სატელეფონო კომენტარისას

სოფო გაგოშიძე პირველი თანამშრომელი არაა, რომელიც ბოლო ერთი თვის მანძილზე მუზეუმიდან გაუშვეს. სოფო გაგოშიძე პირველი თანამშრომელი არაა, რომელიც ბოლო ერთი თვის მანძილზე მუზეუმიდან გაუშვეს. იქამდე წულუკიანმა თანამდებობა დაატოვებინა მუზეუმის დირექტორს ეკა კიკნაძეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი