გათავისუფლებულია კიდევ ერთი თანამშრომელი - წულუკიანმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, სოფო გაგოშიძე გაათავისუფლეს. გაგოშიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა, მას უხელფასო შვებულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა მინისტრმა ის მაინც გაათავისუფლა. როგოც გაგოშიძე ამბობს მისი გათავისუფლების მიზეზი, იმ ადამიანების მიმართ თანაგრძნობა იყო, რომლებიც წულუკიანის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ.

"საქმე მიდის ძალიან არაპროფესიონალურად და ისეთი ხალხი მართავს სიტუაციას, რომლებიც არ არიან გარკვეული ამ მუზეუმის სპეციფიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა და აისახება ძალიან ცუდად მომავალში",-თქვა სოფო გაგოშიძემ "მთავართან" საუბარში.

4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზეუმი დაცალოს.

წულუკიანის ამ გადაწყვეტილებას მუზეუმის  თანამშრომლების პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც წულუკიანმა რამდენიმე მათგანი მუზეუმიდან გაათავისუფლა, მათ შორის მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე. წულუკიანის მიერ დაანონსებული ევაკუაციის გეგმა კი ჯერ ხელოვნების ნიმუშებს არ შეხებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი