"ნდობა ვიგრძენი ჩემი მხარდამჭრებისგან" - ვიცე-მერობის კანდიდატი თბილისში, ცოტნე კობერიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატი თბილისში, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ის არჩევნებში ის ოპოზიციის საერთო იდეას წარმოადგენს.

"ჩემი მხარდამჭერებისგან ნდობა ვიგრძენი და ამ ლეგიტიმაციით ვიქნები ვიცე მერობის ოპოზიციური კანდიდატი. ეს მაძლევს სიმხნევეს და მეორე მხრივ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ ერთის მხრივ არც ვიცე მერობა არ არის უმნიშვნელო თანამდებობა და მეორეს მხრივ, კონკრეტულად ეს არჩევნებია განსაკუთრებული. ამ არჩევნებზე მე უნდა წარმოვადგენდე იმ იდეას, რა იდეითაც ოპოზიცია გავიდა და რა იდეაც მათ შორის, გირჩს აქვს, ეს არის თავისუფლების იდეა და ის ნიჰილიზმი, რაც ადამიანებში არის, რომ ქართული ოცნების გაშვება, მათ შორის რევოლუციის გარეშეც, არის შესაძლებელი",- თქვა ცოტნე კობერიძემ.

"გირჩი მეტი თავისუფლების" პრაიმერისში ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ოპოზიციის ერთიან კანდიდატი გახდა.

ოქტომბრის არჩევნებზე პარტიების ნაწილი შეთანხმებული პოზიციით გადის, ამ შეთანხმების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია. 

სამი ოპოზიციური პარტია, "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო" კვირას, 15 აგვისტოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს წარადგენენ. არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებს არ წარადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი