2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მე მგონი, კიდევ უფრო სასურველია - ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი და საზოგადოებას დიდი სუფრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

განცხადება მან ლაგოდეხში, მერობის კანდიდატის წარდეგნისას გააკეთა. 

"ეს პერიოდი, მაქსიმუმ  2-3 თვე, გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომ იტყვიან, გამავრცელებელი ვირუსის, ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მე მგონი, კიდევ უფრო სასურველია" - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერი რამდენიმე დღის წინ კახეთში, ხალხმრავალ სუფრას თავად ესწრებოდა, სადაც არანაირი რეგულაცია დაცული არ იყო. ეს ყველაფერი კი ღარიბაშვილმა იმით გაამართლა, რომ იმ კონკრეტულ რეგიონში შედარებით მშვიდი ეპიდვითარებაა და რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დაპატიჟა და უარს ვერ ეტყოდა - "ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?" - ასე იმართლა თავი ღარიბაშვილმა ჟურნალიტებთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი