"საწყალი კომენტარები" - ოპოზიცია პრემიერს პასუხობს

გამოქვეყნდა:

შეზღუდვების კანპონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით პარლამენტში ცოტა ხანში დაიწყება. იქამდე კი ოპოზიციამ პრემიერის დღევანდელ გამოსვლას უპასუხა, სადაც გახარიამ ოპონენტების კრიტიკას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, მასკარადი უწოდა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება "საწყალ კომენტარებს" აკეთებს და მათი პროტესტი შეზღუდვების კანონპროექტთან დაკავშირებით, სწორი იყო.

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა გუნდმა უკან დაიხია და კანონპროექტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები კონკრეტულ ვადაში გაიწერება და მუდმივად არ იმოქმედებს, ოპოზიცია მაინც გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. მათი შეფასებით, ინიციატივა არაკონსტიტუციურია.

პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც არ არის კონსტიტუციური და ამას მაინც გავასაჩივრებთ. რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს, ყოველ წუთას იხევენ უკან, - ამბობს რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით კი "პოლიტიკური მასკარადი" "ოცნების" მოღვაწეობაა.

კიდევ ბედავს და ოპოზიციას ადანაშაულებს პოლიტიკურ მასკარადში. თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" ხელისუფლების რვაწლიანი მოღვაწეობა არის პოლიტიკური მასკარადი - ამბობს ოთო კახიძე გახარიას საპასუხოდ.

პოლიტიკური მასკარადი, რომელმაც რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე - ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი. გახარიამ ოპონენტები დღეს პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი