კრემლის პრესსამსახური "პატრიოტთა ალიანსის" საგანგებო მიმართვას ეხმაურება. რუსეთის ხელისუფლება წერს, რომ იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მათი გაუმჯობესების მოწოდებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან, ასევე მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვიყავით მათი გაწყვეტის ინიციატორები. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიმართვა აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ "რუსოფობებისა და რადიკალების" ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არიან გონიერი ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას", - ნათქვამია "პატრიოტების" საპასუხო წერილში.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! - "პატრიოტთა ალიანსმა" რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა რომელშიც ეწერა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებით და პუტინს სთხოვა "დაძაბულობის განმუხტვა".