ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პრორუსულობის სამხილი- ასე აფასებს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა საქართველოს სუს-ისა და ბელარუსის კგბ-ს შორის ამოქმედებულ თანამშრომლობას.
ქართველი ოპოზიციონერების თქმით, მაშინ როცა მთელი ცივილიზებული სამყარო 'ხელსაც კი არ ართმევს ლუკაშენკოს" და სანქციებს უწესებენ მას, საქართველოს უსაფრთხოება თანამშრომლობას იწყებს მასთან და ვალდებულებებსაც იღებს, შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც სავარაუდოდ პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრებ ბელარუსელ პოლიტდევნილებს უქმნის საფრთხე.
ყველაზე არასანდო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მეტი მტერი ადამიანის თავისუფლების ეთანამშრომლება, ერთ -ერთ ყველაზე თავისუფლების მტერ და არასანდო ქვეყანას - ამბობს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი და ვიცე მერობის კანდიდატი თბილისში, ცოტნე კობერიძე.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამ შეთანხმებით ქართულმა ოცნებას ქვეყნის პრესტიჟი დააზიანა და ის დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, თუმცა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არც განცხადება გაუვრცელებია და არც საკუთარი პოზიცია დაუფიქსირებია.
ქართულ სუს-სა და ბელარუსულ კგბ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ოფიციალურად უკვე ამოქმედებულია.