კარგად ვიცით "ოცნების" შიდასამზარეულო და ეშინიათ - ყუფარაძე სუს-ში დაკითხვებზე 

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თანამშრომლების თითქმის 5-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. ისინი სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხებოდნენ. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, სუს-ი მათ წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკური დევნისთვის იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდიემის" თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყება არჩევნებს უკავშირდება. მისივე თქმით, მათ "კარგად იციან "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულო" და ხელისუფლებას არ უნდა მათგან "ზედმეტი პრობლემების შექმნა".  

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათი "დაშინების მცდელობაა".

ცნობისთვის, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" ოფისიდან  ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, დისკები, დოკუმენტები და პირადი ტელეფონები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი