თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაცია სხვადასხვა უცხოური გამოცემები, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. BBC წერს, რომ დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ, თუმცა მებრძოლებს ქალაქში ძლიერი წინააღმდეგობა არ დახვედრიათ.
თალიბანის დაჯგუფების წევრები მებრძოლებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან.
ცნობისთვის, ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ამ დრომდე, ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა. დღეს 15 აგვისტოს თალიბანმა მორიგი პროვინცია ნანგაჰარის დედაქალაქი, ჯალაბადი აიღო.