ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალაუფლებას დროებით მთავრობას "მშვიდობიანად გადასცემენ". მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქაბულს თავს არ დაესხმებიან. მოლაპარაკებები თალიბანის დაჯგუფებასა და მთავრობას შორის ამ წუთებში მიმდინარეობს.
თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დღეს 15 აგვისტოს შევიდნენ. ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ამ დრომდე ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა.