ეკა მიშველაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სახლის გაქურდვა დაშინების მორიგი მცდელობა იყოს. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ერთი შეხედვით ბინიდან არაფერია წაღებული, რაც ეჭვის საფუძველს იძლევა:

მოვედი და კარი დამხვდა ღია, კარადები გადმოყრილია, ერთი შეხედვით რასაც შევხედე ტელევიზორები ადგილზეა, სხვა ძვირფასი არაფერი გვქონია. ძალიან უცნაური და სამწუხაროა ეს ყველაფერი... ასეთი რამ რო ხდება ეჭვი სხვა რაღაცეებზეც მიჩნდება, რომ შესაძლოა ეს იყოს დაშინების მცდელობა - ამბობს ეკა მიშველაძე.

საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი