საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცესკოს დახმარებით, საკუთარი აქტივისტებით დაკომპლექტებას ცდილობს.
მათივე შეფასებით, ამ არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობის საკითხი, კვლავ პრობლემად რჩება.
ფაქტიურად, ეს კონკურსი არის ქართული ოცნების პარტიული აქტივისა და საჯარო მოხელეების მობილიზება. ეს არის წინასწარ მობილიზებული ჯგუფი, რომელსაც არაფერი ექნება საერთო ნეიტრალურ წევრებთან და ისინი წარმოადგენენ ქართული ოცნების პარტიულ წევრებს და საჯარო მოხელეებს",- თქვა 20/20-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ თევზაძემ.
საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალური წევრების დაკომპლექტება 17 აგვისტოს დასრულდება. მესამე სექტორი პროცესზე დაკვირვებას აგრძელებს, მისი დასრულების შემდეგ კი, საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებენ.
ამავე თემაზე: