ქვეყნის პირველი დიპლომატი ამტკიცებს, რომ რვა მარტის პოლიტიკური შეთანხმება შესრულებულია. დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება, თუმცა არაფერი უთქვამს გიორგი რურუაზე, რომელიც ამ დრომდე საპატიმროში რჩება.
ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კი მთავრობა იზიარებს კინზინგერის შეფასებას, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, თუმცა ანაკლიის პორტის კონსორციუმთან გაგრძლების პოტენციალს ვეღარ ხედავს.
ჩვენი მთავარი, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტშია ანაკლიის პორტის აშენება შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მის განხორციელებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კინზინგერის შეფასება იყო უაღრესად კორექტული და მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად ვიზიარებ ყველა იმ მოსაზრებას, რაც კონგრესმენმა გააჟღერა, - ამბობს ზალკალიანი.
რაც შეეხება აშშ-ს გადაწყვეტილებას "ღია ცის შეთანმხების" დატოვებაზე, ზალკალიანის თქმით, საქართველომ ამ ხელშეკრეულების შესრულების ვალდებულება რუსეთთან მიმართებით 2012 წელს შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ ადამ კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება მალე ჩართონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პორტის პროექტში.