მე ვთხოვ, ჩვენი რეფერენდუმის ლიდერებს ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში - ნიკა მელიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

რეფერენდუმის შედეგად „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა - ასე მიმართა ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების წარდგენამდე მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს.

ნიკა მელიამ მთავარი აქცენტები სწორედ 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა და მერობის კანდიდატებს "რეფერენდუმის ლიდერები" უწოდა.

არჩევანი კი ნამდვილად თქვენზეა, გინდა რომ სიღარიბე და გაჭირვება კვლავ იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები იკარგებოდეს? - მაშინ შემოხაზე 41, ხოლო თუ გინდა სიღარიბის დამარცხება და უკეთესი ცხოვრება, შემოხაზე ოპოზიცია, გინდა ხელისუფლება , რომელიც მარტო დაგტოვებს კოვიდპანდემიის პირისპირ და გულგრილად შეხედავს ყველა შენს პრობლემას? - მაშინ შემოხაზეთ 41, ხოლო თუ გინდა, მზრუნველი, კომპეტენტური ხელისუფლება, უნდა შემოვხაზოთ ოპოზიცია. გვინდა თბილისში, დღისით მზისით, მეგობრებო, დედებო, შვილებო, ევროკავშირის დროშებს წვავდნენ, ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ? - მაშინ შემოხაზეთ 41, მაგრამ თუ გინდათ პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს პატივს სცემს და იცავს, შემოხაზეთ ოპოზიცია. გინდა მილიონებს ინაწილებდეს მმართველი კლანი, ხალხისთვის ყველაფერი, ყოველდღე ძვირდებოდეს, ხოლო შემოსავალი მცირდებოდეს? - მაშინ შემოვხაზოთ 41, ხოლო თუ გვინდა არაკორუმპირებული, ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ხელისუფლება შემოვხაზოთ და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას. გვინდა, ახალგაზრდებს პერსპექტივების უქონლობის და ჩვენს მშობლებს სასოწარკვეთის გამო ქვეყნიდან გაქცევა უწევდეს? - ეს თუ გვინდა, არ დავფიქრდეთ, უყოყმანოდ შემოვზახოთ 41, ხოლო თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს, აქ , ამ ქვეყანაში შეეძლოთ ღირსეული განათლების მიღება, დასაქმება, ხოლო ჩვენს მშობლებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, მაშინ ხმა მივცეთ ოპოზიციას.

დადგა დრო, აღარ მოვითმინოთ, აღარ შევეგუოთ, აღარ შევეგუოთ, უიმედობას, უპერსპექტივობას რაც ჩვენი დასამარცხელებელია, ამ რეფერენდუმზეა დასამარცხებელი.

...მე ვთხოვ, ჩვენი რეფერენდუმის ლიდერებს ხვალიდან გაიშალონ მთელს საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ამიტომ ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ყველანი გამონაკლისის გარეშე და არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ყველანი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე!

განა მართლაც არ დადგა დრო გავიმარჯვოთ რეფერენდუმში და ერთად დავუბრუნოთ მომავალი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს?“, - აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელიამ დღეს ენმ-ს მერობის კანდიდატები დაასახელა რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი