თალიბანმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავა

გამოქვეყნდა:

 რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. ფაქტის ამსახველი ფოტოები დაჯგუფების წევრებმა გაავრცელეს. 

მანამდე კი ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დღეს 15 აგვისტოს შევიდნენ. ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ამ დრომდე ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი