საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ყოფილი სამხედროები არიან და ქაბულში კერძო კონტრაქტით იმყოფებიან - 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 ამერიკულ კომპანიაში - ამბობს ხვთისიაშვილი.
მისივე თქმით, არ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში იმყოფებოდნენ:
გუშინ დილით დაგვირეკეს, ჩვენ არ ვიცოდით სამწუხაროდ, მათი იქ არსებობა, დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება, საქართველოში ჩამოყვანა. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნვეlყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე." თქვა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავი გაფრინდება.