"ხალხის გამოსაკეტად და გასაწყვეტად მიღებული გადაწყვეტილება" - ლეიბორისტები ტრანსპორტის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტია მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. ნათელაშვილის თქმით, ტრანსპორტზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.

"ლეიბორისტული პარტია მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება, ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხი გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად",- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი რეგულაციები დაწესდა. შეზღუდვები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი