კახეთში, სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ერთ-ერთი დაკავებული ზვიადაურების დიდი ხნის მეგობარი და ნათესავი ჯაბა ჯანგირაშვილია. გამოძიება მას იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. შსს-ს ვერსიით, სწორედ მისი კუთვნილი იარაღიდან გაისროლა ზვიადაურების თანმხლებმა პირმა.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ ჯანგირაშვილი წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, მას საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, თუმცა დაპირისპირების დეტალები მისთვის უცნობია.
ჯანგირაშვილის დედა ასევე ამბობს, რომ მის შვილს იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა და შსს-ს ვერსია არასწორია.
"მთავარი არხისთვის" ასევე ცნობილი ხდება კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი დაჭრილის ვინაობა. ის ასევე ზვიადაურების მეგობარი, ზვიად მაისურაძეა.
არსებული ინფორმაციით, ზვიადაურებთან ერთად შემთხვევის ადგილას 5 პირი იმყოფებოდა, ხოლო მათთან დაპირისპირებულებიდან მხოლოდ ერთის- ნიკა კენჭოშვილის ვინაობაა ცნობილი.
რაც შეეხება, განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ, ზურაბ ზვიადაურს, მასთან უკვე იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი, თუმცა შესვლის წინ ადვოკატს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ზვიადაური ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
ამავე თემაზე: