
ზურაბ ზვიადაურს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ადვოკატმა დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
უფლებადამცველის თქმით, ორივე ბრალდებული - ზვიადაურიც და ჯაბა ჯანგირაშვილიც დუმილის უფლებას იყენებენ:
"ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორად, საქმის დეტალების საჯარო სივრცეში საუბარი",-თქვა დაკავებულების ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მკვლელობა კახეთში გუშინ, 16 აგვისტოს მოხდა. მოკულია სამი ადამიანი და დაჭრილია ორი. შსს-მ მომხდარზე დღეს, 17 აგვისტოს 2 პირი დააკავა.