ის რაც "ქართული ოცნებისთვის" დესტაბილიზაციის მცდელობაა, რეალურად ოპოზიციის კიდევ ერთი გაერთიანებაა ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად. ივანიშვილის გუნდის ოპონენტები დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებენ.
ოთხი პოლიტიკური გაერთიანება თბილისის ოლქებში დეპუტატობის პრეტენდენტების წარდგენასთან ერთად კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო კანდიდატების სრულ მხარდაჭერას.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ყველაზე რთულ უბანში, გლდანში გამარჯვებისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების მიერ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაა წარდგენილი.
იხილეთ ასევე: