9 ოპოზიციურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში საერთო კანდიდატები წარადგინა.
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი - ოპოზიციური შეთანხმებით, კალოიანი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც იქნება;
ბათუმის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი - გიორგი კირთაძე; (ენმ)
ბათუმის მერის მოადგილეობის კანდიდატებად კი გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დასახელდნენ.
ბათუმის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები არიან:
- ვახტანგ კალოიანი - "ევროპული საქართველო" - ძველი ბათუმის დასახლება
- ბექა დიასამიძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - კახაბრის, სამრეწველო და აღმაშენებლის ერთეულები
- ნაზი ფუტკარაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ჩაქვი, განთიადი, მწვანე კონცხი, ბარცხანა
- გენო თებიძე - "ლელო საქართველოსთვის" - ხიმშიაშვილის დასახლება
- ნოდარ დუმბაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ჭაობის დასახლება
- დიმიტრი დარჩია - "დროა - ელენე ხოშტარია" - მანთაშევისა და ბონის დასახლება
- ნუგზარ ფუტკარაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ადლია, ანგისის დასახლება
ამავე თემაზე:
თბილისის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატები