
ურეკში, გალფის ბენზინგასამართ სადგურს ორი დაუდგენელი პირი თავს დაესხა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელებმა, ბენზინგასამართი სადგურისა და მასთან მდებარე მარკეტის პერსონალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გალფის ადგილობრივი მენეჯერი მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს, მარკეტის თანამშრომელი კი ამბობს, რომ 112-ში შემთხვევის დროს დარეკეს, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელების დაკავება ვერ შეძლო. ურეკის პოლიციის ოფისი გალფის მოპირდაპირედ მდებარეობს. მათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც დააზიანეს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე