გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადება პირველი სიგნალია, რომ გახარიას გუნდს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ოცნებას, რეპრესიები ელოდება.
თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად იმავე მეთოდით დააკავეს და ციხეში თითქმის 2 წელი გაატარებინეს ჩვენს ერთერთ დამფუძნებელ გიორგი რურუა. და ამ დროს პრემიერი სწორედ გახარია იყო.
ასე ეხმაურება გახარია პარტიის წევრის დაკავებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.