არც წამალს ვიკეთებთ, არც იარაღს ვატარებთ... სახლთან პოლიციის 2 მანქანა დამხვდა - "თბილსერვისის" თანამშრომელი მერიას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხიდან" რომ მოვედი, 2 პატრული დამხვდა სახლთან - ყვება დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე, რომელმაც გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში თბილისის მერიის მხრიდან დამამცირებელ და უსამართლო დამოკიდებულებებზე ისაუბრა. 

გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში ბაღდავაძე თბილისის მერიას ღიად მიმართავს, რომ "მათი ხრიკები" კარგად იცის და აფრთხილებს, მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა არ გაბედონ. 

"მინდა, მივმართო მერიას, სუსი, კუდი და ასე შემდეგ სულ ყველას და სრულიად საქართველოს. არც მე, არც ჩემი ცოლი წამალს არ ვიკეთებთ, როგორც სჩვევიათ ხოლმე ჩადებები, არც იარაღს ვატარებთ, არც არაფერს "ვსუნთქავთ", არც გზაზე გადავდივართ შუქნიშნის გარეშე, რომ უბედური შემთხვევა გამოაცხადონ. პირდაპირ მივმართავ მერიას, წესრიგს არ ვარღვევ, ვერაფერს აღმოგვიჩენენ. გუშინ, "მთავარი არხიდან" რომ მოვედი, 2 პატრული დამხვდა სახლთან და ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს "ჩაისუნთქე", მე ამათი ხრიკები ვიცი. ღმერთმა არ ქნას, ჩემი ცოლი გააგდონ სამსახურიდან თქვენი გადარეკვებით და ღმერთმა არ ქნას თმა ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახიდან რომელიმეს, მიგაყოლებთ თან, მე მარტო ერთი კაცი გამკეთებელი ვარ ამისი",- ამბობს ირაკლი ბაღდავაძე "დღის სტუმრის" ეთერში.

"თბილსერვისის" თანამშრომლებმა მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე ნიკა გვარამიას გადაცემა, "მთავარ აქცენტებში" ისაუბრეს.

ამავე თემაზე:




 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი