"წამიყვანეს ხელმძღვანელთან სალაპარაკოდ... ისე გამჩხრიკეს, შარვალიც კი ჩაიხადეო..." | მეეზოვე, აქციების შემდეგ, ხელმძღვანელთან შეხვედრის სკანდალურ დეტალებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

"ისე გამჩხრიკეს, შარვალიც კი ჩაიხადეო... მაიძულებდნენ კალაძისთვის ბოდიშის მოხდას" - ასე იხსენებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე აქციების შემდეგ "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან შეხვედრას "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები".

წამიყვანეს... შევედი.. ჯერ ჩხრეკვის სისტემა ნახეთ, შარვლის ჩახდას მეუბნებოდნენ, ხალხო, სერიოზულად ვიძახი. ჯერ 21-ე საუკუნეა და ის არსებობს, რა ქვია, რომ ჩხრიკავენ. იმ დონეზე დაბნეულები იყვნენ, რომ მე ნაგვის მანქანიდან მოვდიოდი და ეგონათ, მოსასმენი აპარატურა მქონდა... რა უნდა ჩავიხადო, შენ მომიყვანე აქ მეთქი...

შევედით, დავჯექი კაბინეტში, დაიხურა კარები. ჯერ გზაში გელოვანმა მითხრა, მე ვიცი რომ გიჭირს, შენი მდგომარეობა, მთელი გამგეობები შენს ხელშია, ქირით რომ ცხოვრობ ვიცით და ავდგები და ქირას დაგიფინანსებთ... რაც გზაში გელოვანმა შემომთავაზა, იგივე დაიწყო მიქაუტაძემაც... - ამბობს ბაღდავაძე.

ვრცლად - იხილეთ ვიდეო:

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი