კორონავირუსის დელტა შტამი და სიკვდილიანობა ორსულებში | Pfizer-ით აცრა ფეხმძიმეებისთვის უსაფრთხოა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჰერეთისკარის მკვიდრი, 7 თვის ორსული თეონა აბაშიძე ბოკერიას კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ვირუსის დელტა შტამის დიაგნოზით 27 ივლისს მოათავსეს.

თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო. თუმცა რამდენიმე დღეში ორსულის ჯანმრთელობა კრიტიკულად გაურესდა. სუნთქვის მწვავე უკმარისობის ფონზე ნაყოფმა გულისცემა გააჩერა. დღეს დილით კი  ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენაც ვერ შეძლეს.

ორსული ვაქცინირებული არ იყო. ვირუსის ინდური შტამისგან ორსულის გარდაცვალების ეს უკვე მე-5 შემთხვევაა ქვეყანაში.

კოლაფსის ზღვარზე მყოფი ჰოსპიტალური სექტორის განმუხტვის ერთადერთი გზა ახლა დიღმის ოლიმპიურ სოფელში საგანგებოდ გაშლილი საველე ჰოსპიტალია, თუმცა უპასუხოა მთავარი კითხვა - ვინ უმკურნალებს და მოუვლის საველე ჰოსპიტალში ათასობით ინფიცირებულს? 

ექიმები შიშობენ რომ 500 კაცზე გაშლილი სამკურნალო სივრცე მაღალი რისკის შემცველია. მთავარი პრობლემა კი ექიმების და ექთნების გუნდია, რომლის მოძიებაც ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია. 

როდის მიიღებს საველე ჰოსპიტალი პირველ პაციენტს? ჯანდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ - მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევაში.

სანამ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მძიმე რეალობას ელოდება სულ უფრო იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა. პირველი აგვისტოდან დღემდე ვირუსმა უკვე 712 ადამიანი შეიწირა, მათ შორის  ორსული ქალის და ჯერ კიდევ არ დაბადებული ახალშობილის.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი