არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების, მხოლოდ ბრძოლის დროა - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიგი უგულავამ მისი წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ახსნა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, თვითმმართველობის არჩევნებზე 5 ნომრის ქვეშ იბრძოლოს. 

უგულავა ამბობს, რომ "ყალბი კეკლუცობის" დრო აღარ არის და წინ ის ბრძოლაა, რომლის მთავარი მიზანი ოლიგარქიის დამარცხებაა. 

"ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე რას აპირებ, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ან რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა, რომ იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი. უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, მხოლოდ ბრძოლის და ბრძოლის დრო. არ არის დრო გავარჩიოთ ის ნომერი, უნდა ის ნომერი მინდა. სულერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, განვითარებას მოიტანს, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი, იყოს 5 ნომერი. იქნება სხვა ნომერი იყოს, სხვა ნომერი. მთავარია, რომ ოლიგარქია დავამარცხოთ.",- ამბობს გიგი უგულავა.

იხილეთ ასევე:

"ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი, რატომ მე, რატომ 5 ნომერი?..." - გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი