ბაკურიანში 25 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

დაბა ბაკურიანში 25 წლის ამურ შველიძე გარდაცვლილი იპოვეს, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში ნახეს.

მომხდარზე გამოძიება შსს-ს 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული, მისი ოჯახი კი მკვლელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 25 წლის კაცს ემუქრებოდნენ. 

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი ზესტაფონიდან, კერძოდ შროშის მუნიციპალიტეტიდანაა. იგი მეუღლესთან ერთად ბაკურიანში 6 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა.

სამცხე–ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, 25 წლის კაცს ჭრილობა გულ-მკერდის, არეში ცეცხლსასროლი იარაღით, სავარაუდოდ იარაღის მიბჯენით ჰქონდა მიყენებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი