ნაყოფიას არ უშვებენ საქართველოში, ეს უკვე ბელარუსია -გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"საჯარო, ცინიკური დემონსტრაცია რომ რეჟიმს ფეხზე კიდია წესები და კანონები", - ასე ეხმაურება ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა, პარლამენტის დეპუტატის, კობა ნაყოფიას საზღვარზე გაჩერებასა და ქვეყანაში არ შემოშვებას.

როგორც უგულავა წერს, ეს ყველაფერი მოსახლეობაში შიშის დანერგვას ემსახურება:

"კობა ნაყოფიას, დეპუტატს, არ უშვებენ საქართველოში. ის ერთი საათია უკანონოდ დაკავებული ყავთ აეროპორტში. ეს უკვე პირდაპირ ბელარუსია. საჯარო, ცინიკური დემონსტრაცია რომ რეჟიმს ფეხზე კიდია წესები და კანონები. ცხადია კობა შემოვა ბოლო ბოლო. მაგრამ ჩვენ ყველამ ხომ ვიგრძენით- ხვალ რომ მე შემენთხვეს ქუჩაში რამე, სადაც დეპუტატს ასე აბუჩად იგდებენ, მე რას მიზამენ. აი ამ შიშის დანერგვას ემსახურება ეს უგუნური უტიფრობა. აი სწორედ ამიტომ რეფერენდუმი 2 ოქტომბერს", - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატ კობა ნაყოფიას აეროპორტის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში არ უშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი