1-საათიანი შეფერხების მერე, მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, აეროპორტის სასაზღვრო სამსახურმა დეპუტატი კობა ნაყოფია საქართველოში შემოუშვა.
უცნობია, თუ რა მიზეზით დააყოვნეს ნაყოფია აეროპორტში, თავად დეპუტატის თქმით, მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. "გაუგებარი მიზეზით დამაყოვნეს" - ამბობს ნაყოფია.
როგორც კობა ნაყოფია აღნიშნავს, საზღვარზე ეუბნებოდნენ, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, თუმცა რა პრობლემა, მესაზღვრეებს არ დაუკონკრეტებიათ.
გარდა ამისა, აეროპორტის სასაზღვრო სამსახურმა, მგზავრებიდან, მხოლოდ კობა ნაყოფია გააჩერა. დეპუტატის თქმით, მას ბარგი გაუჩხრიკეს, რაც უკანონო ქმედებაა.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატ კობა ნაყოფიას აეროპორტის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში 1 საათის განმავლობაში არ უშვებდა.