"ხელისუფლება, რომელიც ვერ იძიებს გახმაურებულ საქმეებს, ოპონენტების დევნითა და ჩხრეკითაა დაკავებული" | იურისტები კობა ნაყოფიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

იურისტები აეროპორტში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დროულ გამოძიებას ითხოვენ, რატომ არ უშვებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, კობა ნაყოფიას საქართველოში. სამართალმცოდნეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, ოპონენტების დევნითა და თვალთვალითაა დაკავებული.

იურისტი გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ის რაც გუშინ კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით საზოგადოებამ იხილა, კონსტიტუციის მკაფიო და უხეში დარღვევაა.  მისი თქმით, "მაშინ როდესაც რუსეთის გავლენა არის უპრეცედენტოდ მაღალი, უსაფრთხოების სტრუქტურები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით არიან დაკავებული, რაც "ბელარუსიზაციისკენ" გადადგმული ნაბიჯია". 

იურისტი ლევან სამუშია კი ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური არსებობის ბოლო ეტაპზეა, აქედან გამომდინარე აგონურ მდგომარეობაში არიან და მასობრივ ფსიქოზში გადავიდნენ". 

ცნობისთვის, 21 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კობა ნაყოფიას საზღვრის დაცვის თანამშრომლები საქართველოში შემოსვლის საშუალებას 1 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ. დაცვის თანამშრომლებმა უკანონო ქმედებასაც მიმართეს და ოპოზიციონერ ლიდერს ბარგი გაუჩხრიკეს. 

მომხდარზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი