"ქართული ოცნება" აგონიაშია - რეჟიმი, რომელიც ოპონენტებს უკანონობით ებრძვის. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, კობა ნაყოფიას საქართველოში არ უშვებდნენ - მიზეზს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ვერ აკონკრეტებდნენ.
დეპუტატი მესაზღვრეებისგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა მიეღო პასუხი კითხვაზე, რატომ დააყოვნეს უამრავი მგზავრიდან მხოლოდ ის და რატომ არ აძლევდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას.
ერთი საათი მე გახლდით გაჩერებული საზღვარზე. თავიდან მეუბნმებოდნენ რომ ეს არის ტექნიკური ხრვეზი, რა თქმა უნდა, მე ამ ტექნიკური ხარვეზის არ მჯერა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველა ის მგზავრი რომელიც ჩამოვიდა იგივე რეისით, მე გახლდით კიევში, ვხვდებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს და დღეს მოვფრინავდი კიევიდან საქართველოში. ყველა მგზავრი გაატარეს, დარჩენილი ვიყავი მარტო მე. ელოდებოდნენ ჩემს ბარგს, რომელიც დროზე არ იქნა მოტანილი, ეტყობა ათვალიერებდნენ ჩემს ბარგს, მერე ხელჩანთაც გაჩხრიკეს, რისი უფლებაც სხვათაშორის, არ ჰქონდათ, ყველანაირი დარღვევით ქნეს ეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება. მე პირველ რიგში მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კუჭავას, რომ ეს ინციდენტი იქნას გამოძიებული. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებსაც... "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის აგონიაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თანმიმდევრულად ემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს, - ამბობს კობა ნაყოფია.
იხილეთ ასევე: