ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა, ასეთი თავხედობა არ უნდა დავუშვათ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა და მსგავსი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს.

ხოშტარია საზოგადოებას ორ გამოსავალს სთავაზობს:

დასუფთავების სამსახურის პროტესტისთვის გაგდებულ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა, არ უნდა დავუშვათ ასეთი თავხედობა. გთავაზობთ 2 რამეს:

  1. ირაკლი აპროტესტებს ბელიაშვილის 119-ში. ვისაც შეგიძლიათ მიდით. ვისაც გინდათ დაუკავშირდეთ მომწერეთ პირადში და მოგცემთ ნომერს
  2. ვუპოვოთ სამსახური

ცხადია არჩევნების მერე უნდა დაბრუნდეს იქ სადაც ეკუთვნის. მანამდე დავუდგეთ გვერდში",-წერს ელენე ხოშტარია.

ირაკლი ბაღდავაძე, "თბილსერვისის" მეეზოვე, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, დღეს სამსახურიდან გაუშვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი