დავრჩი უმუშევარი, ქირას ვეღარ გადავიხდი... ვაცხადებ მშრალ შიმშილობას - ბაღდავაძე

გამოქვეყნდა:

სამსახურიდან გათავისუფლებული, "თბილსერვისის" მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე, ამბობს, რომ დღეს ჩანიშნულ თათბირზე ის კითხვების დასასმელად არ შეუშვეს, მოგვიანებით კი აცნობეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბაღდავაძე ამბობს, მერიას დაახლოებით 15-მდე თანამშრომელი მოსყიდული ჰყავს და მათ ალაპარაკებს, რომ ბაღდავაძეს თანამშრომლებთან კონფლიქტი აქვს. თავად ბაღდავაძე არსებულ კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მერიაში არსებულ კორუფციაზე საჯაროდ ილაპარაკა.

"დავრჩი უმუშევარი, ქირას ვეღარ გადავიხდი, უზარმაზარი ვალი მაქვს და შემიქმნეს ასეთი პირობები. ჩვეულებრივი ხალხის დაშინებაა, რომ მე რომ გამიშვეს ასევე მოუვა. აგერ რამდენი იბრძოლა, რამდენი ხალხი ჩაერია, ეს ამათი მანქანაა, რომ აგერ ვერაფერი ვერ ქნა, თქვენც იგივე მოგივათ ამის შემდეგ ვერც ვერავინ ამოიღებს ხმას, მე აგერ ვიჯდები, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა",-თქვა ირაკლი ბაღდავაძემ.

"მთავარი არხი" თბილსერვისის იმ წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რომელმაც ბაღდავაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. დავით გელოვანი ამბობს, რომ ირაკლი ბაღდავაძეს შეუძლია ბრძანებას გაეცნოს, რომლის საფუძველზეც ის გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზეხმამაღლა ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი