31 წლის უელსელ მორაგბეს, ალექს ევანსს მატჩის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. ევანსი Cwmllynfell-ის კლუბში თამაშობდა. როგორც კლუბის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, ის თამაშის დროს თავს ცუდად გრძნობდა და სწორედ ამიტომ მოედანი დატოვა. ექიმებმა სპორტსმენს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.