"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება" - მიშელი ღარიბაშვილს შეთნხმებას ახსენებს

გამოქვეყნდა:

მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ - წერს "ტვიტერზე" ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რითაც ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით,“- წერს მიშელი.

შარლ მიშელსა და ღარიბაშვილს შორის შეხვედრა კიევში გაიმართა.

შეგახსენებთ, 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი