"შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როცა ყველა ხელმომწერი ასრულებს ამ პირობებს და 1 მნიშვნელოვანი მონაწილე საერთოდ არ შეუერთდა, აქ იყო დარღვეული ეს" - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც საქართველოს მთავრობას 19 აპრილის სდოკუმენტს ახსენებს
"შეთანხმება რატომ არის ანულირებული ამაზე არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როცა მისი ყველა ხელმომწერი ასრულებს შეთანხმებას და არგუმენტი, რომელიც ვიხილეთ და საზოგადოებას განემარტა, არის ის, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საერთოდ არ შეუერთდა მას." ამბობს ზალკალიანი
კიევში, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა განცხადება "ტვიტერზე" გაავრცელა.