ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელი "დაარწმუნა", რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დანარჩენ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას 19 აპრილის შეთანხმება შეახსენა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი