"ჩემი ნასამართლეობა რატო უკვირთ, გენპროკურორი გვყავდა ნასამართლევი " - ირაკლი ბაღდავაძე

გამოქვეყნდა:

"თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც სამსახურიდან სისტემის მხილების გამო გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელიც მის ფარულად გადაღებას და ჩაწერას ცდილობდა:

"ვიღაც კაცი მოვიდა, საერთოდ არ ვიცნობ, ვმუშაობ აქ და აქო, რაღაც ლაპარაკი მოჰყვა, მინდა, რომ მეც დაგეხმაროო, გვერდში დაგიდგეთ, შუაზე გაიყო, ნახევარი ხალხი იქითაა, ნახევარი აქეთ, იმდენს მიაღწიეს, თუმცა, 70% მაინც აქეთაა, რაღაც ეგეთი ლაპარაკები. მეც მინდოდა ოპოზიციისთვის ეგეთ საჩუქარი გამეკეთებინა და ა.შ. ბოდიში და მაგარი მკიდია-მეთქი ეგეთი ლაპარაკი, ოპოზიციის საჩუქრები... მივხვდი, რომ იწერდა ან რაღაც პროვოკაციას აპირებდა", - თქვა ირაკლი ბაღდავაძემ.  

მისივე თქმით, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ეუბნება, რომ "გვარამიასთან, რომ არ მისულიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა" და ცდილობენ მისთვის პროვოკაციის მოწყობას, რომ დაიჭირონ. 

რაც შეეხება ირაკლი ბაღდავაძის ნასამართლეობაზე სპეკულაციებს, როგორც ის ამბობს უკვე წარმოადგინა საბუთები თუ რაზეცაა ნასამართლევი - "ჩემი ნასამართლეობა რატო უკვირთ, გენპროკურორი გვყავდა ნასამართლევი, ბოტასების საქმეზე გერმანიაში", - ამბობს ბაღდავაძე.

ირაკლი ბაღდავაძე მის მიმართ, სხვადასხვა ხერხებით მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი